შინა ზის ხარხელაური, ფრთა დაუმძიმდა ძერასა, ვეღარ ახერხებს ღრუბელთან უწინდებურად მღერასა, მაინც აგრძელებს ფიქრების, ცად ვარსკვლავების წერასა.
ბუხარი, გაჭვარტლულია ბოლითა, ისწორებს ჩამოცვენილ მხრებს დაღლილთ ქარებთან ბრძოლითა, უახლოვდება ზამთარი, დაიფარება თოვლითა.
ცეცხლი უღვივის თვალებსა, წინ უდგას ჟოლის არაყი, ჯამით შიგ იმტვრევს მთვარესა, ვისაც გწადიათ სტუმრობა, მიდით, არ ჰკეტავს კარებსა, მაინც სჯობია, უფრთხილდეთ ლომს - თუნდაც მწოლიარესა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |