დილას ავდექი კვლავ შენზე ფიქრით, მთის ორწოხებზე ნისლები წვიმდა… მიწას დაეცა პირველი ფიფქი შენსავით თეთრი, შენსავით წმინდა.
რომ იფრქვეოდა, მსურდა მეკოცნა, დამეტკბო სუნთქვა… მე რა ვიცოდი თუ იქნებოდა, შენსავით ცივი, შენსავით გულქვა.
ებრძოდა ქარბუქს, მეც ამ დათოვლილ ალვის ხეს ვგავდი… თმას მითეთრებდა, ჯერ ახალგაზრდულს, პირველი თოვლი და შენზე დარდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |