გაზაფხულდა, დაიქუხა... უკვე დროა ავღიღინდე, ჩემმა გულმაც დაიძახოს, ბალახივით აბიბინდეს.
წვიმა მცემდეს, მაოცებდეს, ლექსის ხეში წყალი ჩადგეს, სიყვარული აღმოცენდეს!
თავს დამკივლოს: ბიჭო, ხომ არ მოიქანცე? ერთხელ კიდევ აგვერბინოს ა იმ მთაზე, თოვლიანზე...
წინ დაგიხვდე, თოვლზე იად დაგებნიო, თუ გაგესწროს, ვარდად ვიქცე, თოვლში ვარდი გაკრეფინო.
გზა მოგიჭრა, გაგეფინო, ჩემი ლექსის ფიანდაზზე ირემივით გაგერბინოს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |