წავიდნენ უჩუმრად, ბაბუაწვერა რომ გაფრინდება ნიავის სუსტ წამოქროლებაზე. აგონიით... თითქოს მიწა იძრაო, ზღვის უკუქცევასავით, თვითმკვლელობით, კატასტროფით. და ა.შ. და ა.შ. მიდიან და მიდიან... მიდიან... და მიდიან... იქნებ არც სადარდელი... რადგან ვინც თვალს დააკლდა, სულს მოემატა. მიდის ცხოვრება ისე სწორხაზოვნად, როგორც ეს ლექსი. მოცელავ ბალახს და ამოხუჩხუჩდება, დარგავ - ჩახმება, და ა.შ. და ა.შ. და ყოველდღე იწყება ჩვენი გარდაცვალება... |