მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 138 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იფანზე სურო აკრული,

ტყისპირს ეშალა ია და

შაშვი მეგონა, ბუდიდან

სიმღერა გადმოფრთხიალდა.


გადმოფრთხიალდა სიმღერა,

მაღლა წავიდა, გამჩენთან,

ცრემლი, გულიდან დაძრული,

სადღაც ყელს ზემოთ გაჩერდა.


შავო, შავჩოხა მორბედო,

ერთგულო ამ ცის, ამ მიწის,

ეს რანაირად მატირე,

როგორ უცეცხლოდ დავიწვი.


სად იბადება ეგ ხმები,

ღვთიური ცეცხლით მკვესავი,

სხვას არას ვნატრობ, გამჩენმა

ერთხელ მამღეროს შენსავით.


მამღეროს ერთხელ შენსავით,

სუნთქვა შევუკრა ამ ვარდებს,

ქსნის პირას ჩემი სიმღერა

ცაში, ვარსკვლავთან ავარდეს.


იფანზე სურო კრთებოდა,

ტყისპირს ეშალა ია და

შაშვი მეგონა, ბუდიდან

სიმღერა გადმოფრთხიალდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ