ის ამ პროსპექტზე გამოივლის ყოველთვის მშვიდი და გამოყვება სათუთ მცველად თეთრი არაკი, მოეფინება მკრთალ ვიტრინებს წმინდა ლარნაკი. ო, მის თვალებში გიშერია და პანაშვიდი.
ცის ფერ აღთქმებით გაფითრდება უცხო, ამაყი. ო, მისი სახე ლურჯ ზღაპრების წყნარი ბანაკი დახვეულ თმებით თავს დაიხრჩობს საღამოს ბინდი.
ეტყვის გამვლელი: „რომ ავრთოლდე, მომეცი ნება“. ურიცხვ ვედრებას ღვთისმშობელი მოკრეფს მოწყენით.
დაათოვს პროსპექტს მწუხარებას სურნელის ფენით და აატირებს ღვთიურ ცქერით ბევრ პილიგრიმებს. |