ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია, მიმზერდა იის ცისფერი თვალი, მღეროდა ვიღაც და სამაიას ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.
და უცნაური ვნახე ხატება - ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი გასაოცარი გამოცხადება.
ფრინველებს ლხენით ვესროდი ისარს, მოჰყავდათ ჩემსკენ ფასკუნჯებს ფრენით პირმშვენიერი მნათობი დღისა.
გაოცდებოდით ფერთამხილველი, - ოქროს მთა-ბარი და მთაგრეხილი, გამოცხადება გასაკვირველი!
და გალიებში სამოთხის ჩიტებს ვუმზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
გადამაფარა სინათლის კალთა, - უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი განათებული ოცნების კართან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |