მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2998 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი

 

შროშანის ქათქათა კაბით

სამჭედლოს ეწვია მთვარე,

და ბიჭი უყურებს ჩუმად

და ვეღარ აშორებს თვალებს.


თეთრ მკლავებს იშიშვლებს ურცხვად

და ოდნავ ნისლიან ცაში

ავხორცი და წმინდა მთვარე

თითბერის ძუძუებს აჩენს.


- ო, მთვარევ, გაიქეც თორემ

სულ მალე ბოშები მოვლენ

და გამოადნობენ შენგან

ბეჭდებს და საყურის რგოლებს.


- პატარავ, მომეშვი, ახლა

მე მინდა ცეკვა და ლხინი,

ბოშები როდესაც მოვლენ,

შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.


ო, ჩქარა, გაიქეც, მთვარევ,

არ გესმის ფლოქვების ეხო?

- იყუჩე, პატარავ, კარგი,

კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს...


ველების შმაგ დოლზე უკრავს

ნალების ფიცხელი რკინა,

სამჭედლოს ვეება გრდემლზე

პატარას ნებივრად სძინავს.


მოჭუტულ თვალების ელვით

განათდა უეცრად შარა,

ბოშები გამოჩნდნენ გზაზე -

ბრინჯაოს ზმანებას გვანან.


ო, როგორ აკივლდა ჭოტი

დაბურულ ჭალების მიღმა.

ცაში კი ბიჭუნა მთვარეს

ხელჩაკიდებული მიჰყავს.


სამჭედლოს ეზოში ისმის

ბოშების ტირილის ზარი,

და ოდნავ ნისლიან ცაში

მიდიან ბიჭი და მთვარე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ