მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 299 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიზმარში ღელავს ყვავილი წყვილი;

მზე სხივებს ვარდთა ცრემლებში აქსოვს.

მე მახსოვს ტბაში ლერწამის ჩრდილი,

მე ერთადერთი ზღაპარი მახსოვს.


დღეს იმ გაზაფხულს რას არ ვადარებ,

იმ სიყვარულს და ცრემლიან თვალებს;

ჩვენ ყვავილები გვსურდა პატარებს.

და წასული თვის პატარა მთვარე,


ჩვენ გვსურდა ქარიც მსუბუქადმქროლი,

ღამით რომ წეწდა მოქანცულ იფნებს;

ჩამოდიოდა სპეტაკი თოვლი.

და თეთრ ვარდებით გვივსებდა ფიქრებს.


გვხიბლავდა ტყეში წყაროს ხმაური,

ვეტრფოდით ვერხვის ცქრიალა ფურცლებს,

მაგრამ ქუხილის ხმა უცნაური.

შეათრთოლებდა გოგონას უცებ.


მე ხომ ცრემლებიც მინახავს მისი,

ახლა იმ ცრემლებს რას არ ვადარებ.

იყო ქუხილი, იყო მაისი

და სიყვარული გვსურდა პატარებს.


მე გული მქონდა.. გული ძვირფასი.

გადაქცეული ლექსების მონად;

მაინც სიმღერა ჩურჩულის მსგავსი.

ქვეყნად ვერავინ ვერ გაიგონა.


სხვა - მთებში დაჰქრის და ბაძავს არწივს,

ვინ, - ლექსია და მარტო გრიგალი...

ქუხილად მოვა ჩემი ხმაც აწი,

მაგრამ - ვაი თუ შეშინდეს ქალი!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ