მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო, გაიშალე ოქროსფერი თმები, გენატრება ზამბახების სიფაქიზე, გენატრება ზამბახების ფერი.
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს, მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო, ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს!
სინანული აგიცრემლებს თვალებს, მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო, ვერ გავუძლებ მარტოობის ღამეს.
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს, მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო, ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |