ჭავლის ბადეში მზე ფართხალებდა, ჭავლი ღვიოდა, როგორც ღადარი... ქალი ფარულად მითვალთვალებდა და მის თვალებში იდგა ავდარი.
ქალი დაეთრო მდინარის ალერსს,- იწვა სილაზე სველი თევზივით და მზეზე ვნებით ნაბავდა თვალებს.
არ ჩამქრალიყო ჯერაც ანცობა: ორი რიყის ქვა ეწყო უბეში, რომ ჩაექოლა ჩემი კაცობა!
ქალი იყო თუ ალის ხვეული, - ელვის სისწრაფით მომედო ტანზე, წყალში ვიდექი, მწყუროდა წყალი... და იყო ასე: მზე - მაღლა ცაზე და მის ქვეშ, დაბლა - შიშველი ქალი!..
ქალს მაინც მზესთან ჰქონდა ცილობა, და გლეჯდა მკერდზე მოდებულ ლაგამს ჯიუტი ტანის ატეხილობა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |