გრეტა გარბო და ედგარ პო ესაუბრებიან კარპოვს, კვაზიმოდოც იქვე ახლავთ - უწამწამო და უწარბო.
საქმეს ვიზამ საშინელსო, უკვირს განდის-ამერიკა მიეალერსა ჩინელსო.
ხან დიდებულ, დიდ ედგარ პოს ვევედრები-ჩქარა, ჩქარა, დრო, ხომ ხედავთ, როგორ გარბის!
რად მოკალი, რად, ედგარ პო? რას ერჩოდი გრეტა გარბოს? კასპაროვი უგებს კარპოვს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |