შფოთავს ღამე, შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა; ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
ვდნები ნელა, ცეცხლი ფიქრად იფერფლება, გაჰქრა შენთან ერთად ყველა, მხოლოდ ლანდი მევალება...
ვუსმენ მუნჯი, ფიქრი შენ ლანდს ეტანება; ეს რა ისმის? ჩიტი ლურჯი ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...
მაგრამ არა: მხოლოდ ელვით შეკრთა გული, ცრემლით გეძებ და ფანჯარა მიცქერს ისევ მოღუშული...
შფოთავს შავი, ქშინავს ველი, გმინავს მთაცა; ვამე, ვამე, შენი თავი ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |