მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 449 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბატონიშვილის ალექსანდრე ბაგრატიონის 

დასაფლავებაზე წარმოთქმული ლექსი

 

ეს საგულისხმო დღევანდელი დღე

საგანგებოა და სახსოვარი,

როგორც აჩრდილი ჩვენი წარსულის

და მომავალის ნიშან ლამპარი:


ამგვარი გლოვა და ეს ტკივილი

აღარ გვინახავს დიდი ხანია!..

სჩანს, რომ წარსულ დროს თვის ჩვეულება

საფლავში თან არ ჩუტანია.


და ისევ თურმე გვიღვივის გულში

ობოლ ნაკვერცხლად ჩვენი ძველი დრო,

ვით ცისარტყელა ფერადოვანი,

შვების ნიშანი მარად-სამკვიდრო!


ვინ მოგვაგონა ეს ჩვეულება?

ვინ შეგვითანხმა ერთგრძნობად გული?

მან, ვინც დავკარგეთ ასე უდროოდ

და მაღლით იქნა მოწოდებული!..


ნერგი სამეფო, შტო ჩინებული..

ჩვენ ნიადაგზე აღმონაცენი!..

ხალხის ნაშობი, თან შენაზარდი

ჭირში და ლხინში ჩვენი და ჩვენი!!


შეძლების და გვარ ქვეყნის მოყვარე,

გულის მომგები და საყვარელი!..

აი, ვის იგლოვს ამდენი ხალხი!..

ვის საფლავზეა ცრემლების მღვრელი!!


ცვალებადია ჩვენი ქვეყნა!

მხოლოდ განგება არ შეიცვლება...

მაგრამ მოყვარე და საყვარელი

ქვეყნის მკვდართ რიცხვში არ ჩაითვლება!..


აქაც დარჩება, იქაც წაჰყვება,

მას ზნეობრივი მისი ქონება!..

ხალხის გულია იმისი კუბო

და მტკიცე - ტახტი ქვეყნის გონება.


მშვიდობით!.. მარად კურთხეულ იყოს

ამ ქვეყნით ჩვენში შენი ხსენება!..

და იქ, დიდებულ წინაპართ-შორის

მისი მიღება და განსვენება!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ