თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი, ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ, სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი, თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.
მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა, რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა, ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.
მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა. შენს ხატზე ვილოცებ, თუკი ეგ მშვენება არის აჟღერება შენეულ სულისა.
რა საკადრისია, რა მოსატანია, წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა გონების მახვილთვალს ვერ აუტანია.
ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა, იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.
მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი, შენს მაღალ მშვენებას, დედოფლის საკადრისს, სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.
საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით, სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ დედა მარიამი, ქეთევან, თამარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |