ღრუბლები თრთოლვით მიხმობენ მაღლა და დასადნობად თრთიან აფრები, მხოლოდ ფრთებია საჭირო ახლა, მხოლოდ ოცნება, სხვა არაფერი!
და ტაძარივით სივრცე იღება, ახლა გულია საჭირო მხოლოდ, სხვა არაფერი, მხოლოდ სიმღერა!
ცისფერი, როგორც თავგამეტება, მაგრამ ო, სხეულს წონა აქვს ვიდრე, სულს ლაჟვარდებში გზა არ ექნება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |