შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან ასეთი იყო მისი სიყვარული - ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა, ვის სიყვარულსაც ადათი და წესი კრძალავდა - შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან. ...სამ დღეს ვეძებეთ. ბოლოს, ტყის პირას, ერთი იფნის ქვეშ ვიპოვეთ მკვდარი. იწვა მინდორში მძინარესავით. ჭიქაც იქ იყო - საწამლავი გამოეცალა. შხამის წვეთიღა შეხმობოდა ბაგეზე ლურჯად. - წერილი, წერილიო, - წერილს ეძებდნენ. წერილი არ იყო - ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა - ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა... შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან. - გულსაც აღვირი სჭირდებაო, არც გული უნდა მიუშვაო თავის ნებაზე! - თქვეს მოხუცებმა ასაკობრივ თავდაჯერებით. - მაშინ ისიც თქვით, რა ჯაჭვებით დავაბათ გული! - ვიფიქრე ჩემთვის და შევხედე გაყინულ ზეცას. |