ხუმრობა
ნავში ჩამსხდარან ტურფები და ტურფა ლოყებს ბერავენ, აფრიანია ის ნავი და აფრას სულს უბერავენ.
ნავი მიცურავს მძიმედო, ნიავს ნატრობენ ტურფები ვაგლახ, ტყუილო იმედო.
სულ წყნარ ამინდში იარეს და ასე ბერვა-ბერვაში მთელი ზღვა გადაიარეს.
სად მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ დამხვდურებს ხელთ შერჩათ რასაცა არ მოელოდნენ.
მუხთალი ბედი რგებოდათ, ვით მეზღვაურებს, ვეებად ლოყები გასივებოდათ.
დამხვდურთ აუტყდათ ხარხარი. ერთურთს უცქერდნენ ტურფანი და დასცემოდათ თავზარი.
ედო ათ-ათი ქლიავი... აი, რას ნიშნავს თუ დროზე არ დაუბერავს ნიავი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |