მე ვიცი, ჩემში ორი ქალია - ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე - გულში რა ნაღველს მალავს.
მეორე - ღამით სულ არ იძინებს... ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს, მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.
მყუდრო ოჯახის უღელს შეება; მეორე მუდამ ვიღაცას ეძებს, შუა ქალაქში ნიშნავს პაემანს.
და ქვეყნის წილ მზეს თვითონ იხვედრებს. მეორე ამბობს: რა გელექსება, ბავშვი ტირის და აკვანს მიხედე.
უსასრულო და დაუსაბამო, გაუფერულდა, როგორც მისჯილი, ყველა დილა და ყველა საღამო.
ჩემი ცხოვრება დავას უნდება, შვილებს ვაფიცებ, დედას ვაწყნარებ, მერე პოეტი გამებუტება.
გზა, დასახსნელი, ვერსაით ვპოვე, რომელი დავთმო, ვერ გამიგია, ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?
მე შენს კერასთან ვსუნთქავ და ვხარობ, პოეტს რა ვუყო, ღამეგანათევს, ჩემი ლექსის და სიცოცხლის წყაროს.
რა ვქნა, ვერც ერთი თუ ვერ გაგწირეთ, მე ერთი ქალის ციცქნა გული მაქვს, ორივეს ტოლად გაგინაწილეთ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |