ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, - დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და... წავიდა...
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, - ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და... წავიდა...
არადა, შეცოდება არ მინდა, სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და... წავიდა...
რეკდა მწუხარების ზარი და ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და... წავიდა...
მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, - სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი, გული მატკინა და... წავიდა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |