ვუძღვნი მონაზონ ქალს
მზე დასავლეთით ესვენებოდა, სჭკნებოდნენ ვნებით სხივები მზისა, ორთქლით დანამულ მიწაზე ვწერდი - რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!
მოულოდნელად ფერი ეცვალა და საიდუმლოს ფერი ბრწყინვალე შემოეძარცვა, შემოეცალა.
დასერა ლურჯი ეთერი ცისა და წაიკითხა მთელმა მსოფლიომ - რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!..
ველებს აღელვებს ნიავი მშვიდი, ამოიშალა ძველი სიტყვები, ახალი გზებით მიდის რაინდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |