დაკარგულის პოვნა მინდა, რა დავკარგე, ეს არ ვიცი. სულ შენს ახლოს ყოფნა მინდა, როგორ დავრჩე, ეს არ ვიცი.
ერთგული ვარ, გეზს არ ვიცვლი. საწამლავის შოვნა მინდა, როგორ მოვკვდე, ეს არ ვიცი.
ერთ წვეთ შუქში გადაგიცვლი, - ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა, სად წავიდე, ეს არ ვიცი… |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |