- იყო და არა იყო რა, ტყეში ცხოვრობდა ბიჭი. ტყეში ხარობდა წიფელა, თელა, მუხა და ფიჭვი.
- კიდევ? - ცხოვრობდა თხუნელა. - კიდევ? - ხოხობი, კაკაბი, ტყეს არსად აჩნდა ნაკაფი.
დაუდიოდა ჯოგი. ერთი დაც ჰყავდა - ტყის გოგო, ფხიზელი, როგორც ჭოტი.
- დას - ოჩოდალი, ძმას კიდევ - ოჩოპინტრე! მონადირეებს აფრთხობდნენ, ბოროტებსა და ფინთებს.
ემართა ძილის ქირა, თუ ერთს ჩასთვლემდა ხის ძირას, ეძინა მთელი კვირა.
ამ დროს სწყალობდათ ბედი: ხან ცხოველს ჰკლავდნენ, ხან - ფრინველს, რაღა უნდოდათ მეტი?!
ქარებს ატანდა ისარს, რომ მონადირის ნასროლი არ მოხვედროდა მიზანს.
ნადირთ ჯოგების მწყემსებს, არც გრიპი ემართებოდათ, არ უკეთებდნენ ნემსებს.
- არ დადიოდნენ ცირკში? - გეყოთ, დახუჭეთ თვალი და თავადვე ჰკითხეთ ძილში. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |