გზაზე დედა ბატი მიდის, უკან მისდევს ჭუკები, ლამაზები, ჭკვიანები, ყვითლები და მსუქნები.
ვარჯიშობენ: ერთი! ორი! დედა აჩვევს, პატივი სცენ ბავშვობიდან ბატურ წესებს!
"ყი-ყი-ყოჩაღ, ესეც ესე!" ითამაშეს ბაყაყებთან, ითამაშეს იხვებთან,
შვილებს უნდა მიხედვა. ხან ბალახი გაწიწკნეს, ხან გათხარეს ტალახი,
ძნელდ გადასალახი. საღამოხანს შინ მობრუნდნენ დედაცა და შვილებიც,
გაიხეხეს კბილები. ათი ჭუკის ათ ჯაგრისზე პასტა ათჯერ აქაფდა, წყალიც მარჯვედ იღვრებოდა: შხაპ-შხუპ-შხაპ-შხუპ, კაპ, კაპ, კაპ!
დედის ფრთებქვეშ ადგილიც, ჩვენში რომ ვთქვათ, არც ბატების დედობაა ადვილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |