ჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კარგო, ილაპარაკეთ, იქნებ საერთოდ ლაპარაკის ჟინი მოიკლათ. ზეგანის თავზე სულმწყურვალე პეშვით დავხრილვარ, და კორწოხებში ფეხშიშველას მაწვიმ-მათოვა; საკუთარ თვალით დაუნახავს თურმე ვიღაცას, ერთ ღამეს როგორ გამიტაცა ღრუბელთ ბატონმა. ღამეს ვარსკვლავთა ქარავანში ახლაც გავათევ, ცასა და მიწას ჩავეხვევი თავდავიწყებით, ილაპარაკეთ, ჩემო კარგო, მე ახლაც მიყვარს, ტრფობის ცეცხლით ახლაც ვიწვები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |