მკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი, ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი. ჩემს მორჩილებას, დაუფლებას ისე იჩქარის, თითქოს საშველად მოსულიყოს ეს დალოცვილი.
თვალს თვალში მიყრის, გამაშიშვლა, ვერ ვემალები. შოლტივით მხვდება ყველა სიტყვა, მისი ნათქვამი, სულ ამერია ერთმანეთში ჭორიც, მართალიც.
თვითონ ატირდა, კარტი ისე ალაპარაკდა, რაღაცას იძენ, ამ დღეებში, რაღაცას კარგავ, ზუსტად გეტყოდი, მაგრამ კარტში არ ჩანსო კარგად.
სულმოუთქმელად მისწვდა ჭიქას, წყალი დალია. ეშმამ გაგწირა, უფსკრულთან ხარ, ცივი ქარია და გადაგარჩენს ღვთისმშობელი, დედა მარიამ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |