დილაადრიან მოაკითხავენ შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს. აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი, გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს. ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
გაფაციცებით... ყველას ვაჩუმებ. გამოგვაკერეს ავგაროზივით ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
როგორც დღეს - თეთრი მთვარის ფრანები. სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე ბედნიერების გადაბრალებით.
სიხარულივით რომ ვინათხოვრე ყველაზე დიდი და სევდიანი უსიყვარულო ცის სიმარტოვე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |