ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად და იდუმალი მოგვქონდა სითბო. წამოგვეწია გრაკალთან წვიმა, წამოგვეწია სიმღერა თითქოს.
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა... არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი ჩვენივე ცხელი გულების გარდა.
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.
და იდუმალი მოგვქონდა სითბო. რაღაცას წერდა მინაზე წვიმა, წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილი პოეზია |