საღამოს, როცა ჩადგება სიცხე და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს, ყველა ხე თავის ენაზე იწყებს სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს, ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს, ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.
მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან, გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.
და კენწეროებს არხევენ უხმოდ, თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...
და როცა მთები იცვლიან კაბას, მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ - სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |