ზღვას რომ გაჰყვება უკვალოდ თოლია, მაცნე ქარბუქის, ვიწვი სანთელზე უბრალოდ, თუმც აღარა ვარ ჭაბუკი.
გულში რომ გაუქროლია, ქარიშხლის წინამორბედი მეცა მყავს ჩემი თოლია.
და ქარზე უფრო მარდია, ჩემი გულს აღარ მისვენებს, თითქოს გაფრენა სწადია,
ყველაზე კარგი მგონია, მიკვირს, ჩემს უფრთო თოლიას მწვანე თვალები ჰქონია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |