მთლად მოილია ხურმალზე ბალი, ჩალა ზუზუნით გასძახის ჩალას, და ნიავს, როგორც ჟანგბადის ბალიშს, სუნთქავს ხვატისგან დაჭმული ჭალა, თვალებს უკოცნის ირმის ღრუბელი, მიცურავს ცაზე თეთრი ხომალდი, და ხომალდს მართავს თეთრი უფალი, გულ-მუცელს უწვავს მხურვალე ქვები. მე ვიხდი პერმში შეკერილ პიჯაკს და ცოტნეს გვერდით თამამად ვწვები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |