მინდა დღეს გითხრა გულისნადები თუმც ჩავიფერფლე დიდი ხანია, მაგრამ მე მჯერა, ისევ ვართ დები გვწვავს ძველებურად ჩვენ პოეზია.
არც ოქროს გედი მომიწვევია მხოლოდ მე მახსოვს შენი დარდები ჩემთვის წყლულები შეგიხვევია.
ის არ იკლებდა ჩემით გართობას თბილ თანაგრძნობით აღარ მოხვედი არ შემოგჩივლე მეც მარტოობა.
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს, იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს სულ სხვა თაობა გაასამართლებს. |