ჩემი სული სიზმარია, ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე.
როგორც თეთრი მდუმარება. და მიზიდავს გრიგალივით სიჩუმე და მწუხარება,
გლოვა ისევ აინთება. ახლა ჩემი სავანეა სიჩუმე და გარინდება.
ეს ვარდია დაფენილი. ასე, ჩნდება მოგონება ზარის ხმაზე გაფრენილი
და ცისფერი მოჩვენება. და მწყურია სამუდამო სიჩუმე და მოსვენება.
მე ვედრებაც მივატოვე. და მგონია ყველაფერი სიჩუმე და სიმარტოვე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |