შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება - მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა. - ეს მანდილი ვისი არი? - ეს ჩანგური ვისია? - ეს ხომ ჩემი დისი არი... - ეს ხომ ჩემი ძმისია! ვკისკისებდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია?! თურმე დასასრული იყო, მე ვთქვი - დასაწყისია. როგორ გაჰქრა სიყმაწვილე, ვეღარ ამომიხსნია. შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინ გაიგოს, ვისია? ბაღში გოგო დაგოგმანებს, გოგოა თუ ნისლია?! ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს, ვინც აკოცებს - მისია. ეს ცხოვრება ასე არი, ის ცხოვრება ისეა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |