შემოვა შუქი, მეძებრის გეშით ფრთხილად დაყნოსავს ფიჭვნარის უბეს. გარინდებულან ფიჭვები, ტყეში სიმშვიდე სუფევს.
და ვითვლი მთების ზვიად სართულებს, სადაც ნაძვები იმტვრევენ ხელებს ცხარე ლოცვაში ცად აღმართულებს.
თუ საკმეველის კვამლი შეირხა.. ნუთუ შრიალი - მხოლოდ ქარია? მაშ, რაღა იქნა, გულო, შენი ხმა?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |