ჩემი ბრალია, სუყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ვალია, ღმერთის წინაშე, ჩემი ვალია: მიყვარდეს სატრფო, რომ ვიყო სხარტი, როგორც კალია... მე კი მას ვათრობ, ირგვლივ ჩემს გამო ყველა მთვრალია...
რომ ლონდონია ნისლში, წვიმაში. ჩექმას წააგავს რომ იტალია, არ გააჩნია სპილოს ტალია - სუყველაფერი, რაც ხდება ქვეყნად ჩემი ბრალია.
უნდა გამოვტყდე - ახლა კი დროა! ვთქვა ნაღდი სიტყვა, მე დავარბიე უდრეკი ტროა! ავაგე კრემლი, კვლავაც რუსების სიმბოლო როა. ვაცდუნე მრევლი, ამიტომ ხდება, დღეს რომ ის ბრბოა.
რომ დაგვავიწყდა ფიცი, მორალი. თუ ვინმე გვებრძვის - ჩვენიანია რა ვქნა? - ესეც ხომ ჩემი ჯვარია... სუყველაფერი, რაც ხდება ცუდი, ჩემი ბრალია.
სახლი დაინგრა "ჩვენს წელთ..." ნაგები. მე გავაშავე და დავიმონე შემდეგ ზანგები. დღემდე არ მომწონს ამადეუსის ხშირი ჰანგები. აღწერა მოწმობს - მე გავამრავლე ძუნწი ფრანგები.
ხანდახან თავში რა აღარ მომდის: მოსაკლავი ხომ ჩემი შვილია, რომ ერთგულება, უცხო ხილია... სუყველაფერში, რაც კი რომ ხდება, ჩემი წვლილია... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |