ყაყაჩოებმა დამხანძრეს, გულს ვერ ვიჩერებ საგულეს, ატმისფერ კაბას ვნატრულობ და ცვარს ალმასის საყურედ...
შენთვის თქმულ ფიცად მეფინოს, ტყუპად ბექას და ირაკლის, მერე აპრილში ქეთინოს...
ცელქი და თანაც ჭკვიანი, მე უნდა მგავდნენ ბიჭები, შენ გოგო - თვალებმზიანი.
შორეთში, ცხრამთის გადაღმა, დამიფრთიანდეს ფიქრები, მარჩიო ყველა ლამაზმანს.
შემხსნია ძოწის ღილკილო, ბავშვობის ნატვრა წამომცდა, ღმერთმა სიკეთით მისმინოს.
ყაყაჩოებმა დამხანძრეს, შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა, მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |