ვითენთები ახურებულ მზეზე, ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები. მინდა, უცებ წამოვვარდე ზეზე, მზეს ვეცე და გავუწეწო თმები...
ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა, იმ აშოლტილ ალვის ხესთან ერთად გავიარო, როგორც ლამაზ ქალთან...
მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი, ცაზე მთვარის აყირავდეს თასი, ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი...
ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი, ყველაფერი მზით აღსავსე მინდა, ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |