საღამო გადაჰყვა ძველ რიცხვებს და სულში სიცივე ატირდა, მე მიყვარს მიწა და მზის სიცხე - მინდვრებში თერთმეტი მარტიდან.
რომ ღამეს მიყვება ყოველი... ფიქრები ასველებს წამწამებს და მუდამ შენს ნახვას მოველი.
კითხვები წეწავენ საათებს. ო, ვეღარ ავიტან მე ამგვარ ღამეებს წვალებით განათევს.
ნაჩვევ გზას ვიცი ვერ ავცდები... მივდივარ ჩვენს ნაცნობ ძეგლებთან ათასჯერ ნაგრძნობი განცდებით.
გაივლის მოლურჯო სიზმრებით და ისევ ჩაწვება თვალებში მთვარე და ფირუზის მინდვრები. |