პიტალო თხემზე ანაფრენი მსუბუქ ნიავით, მსუბუქ ნიავით ცოდვილ მიწას დაშორებული, ვიდექ ბედისა მომდურავი კაცთა სიავით, კაცთა სიავით გულნატკენი, დაღონებული.
სხივებმიმქრალი სდარაჯობდა სიცოცხლის საზღვარს, და ცის უფსკრულში მიმოჰქროდა ფიქრთ ნაპერწკალი, ფიქრთ ნაპერწკალი, მოწყვეტილი დროთა ნიაღვარს...
ქვითინი მწარე, მიწის მკერდით ამონაკვნესი, ნისლს დაებურა მშობლიური ობოლი მხარე, ობოლი მხარე სისხლში ნაბან, ცრემლში ნალესი!..
შავი აჩრდილი სიკვდილისა იხატებოდა, შავ სხივთ აფრქვევდა ცის კაბადონს ის ცელ-გაწვდილი, და ცელ-გაწვდილი დედამიწას ემუქრებოდა...
ნიავის ფრთებით დედამიწას დაშორებული, ციურ სიმბოლოს გავცქეროდი იდუმალ გრძნებით, იდუმალ გრძნებით გამსჭვალული, დაფიქრებული... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |