შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია?
სიზმრად მაინც გნახავდი. ხარ ყინწვისის ანგელოზი, თეთრ ღრუბლებში ნახატი.
დაიჯერო იქნება, ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ, თეთრი უფრო გიხდება.
დაიჯერო იქნება, წარბს ნუ შეკრავ, გენაცვალე, გაღიმება გიხდება.
ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |