ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო, ტყე გატიტვლდება, ბრალია, ია და ვარდი გახმება, ფესვებს მოუთხრის ქარია. ტყეს გაუფრთხილდი, ძმობილო, ტყე მუდამ შენი ფარია, მას ნუ ექცევი მტრულადა, მოყვრულად მოიხმარია. თორემ ჩამორეცხს ავდარი კლდეღა დარჩება სალია, მთის ცივი წყარო დაშრება, ყანას მოგიჭამს კალია, დაგღუპავს, დაგანიავებს ძლიერი ზენა ქარია. ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია! |