მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
გალაკტიონ ტაბიძეს
აქროლდა ქარი, სადა ხარ, სად?
შენ ამ ფოთლების ფრენა გიყვარდა.
ფოთლები ისევ ქრიან ქარდაქარ,
შენ კი აღარ ხარ...არც ერთი გზიდან აღარ მოგელი,
მოდის საღამო ფიქრის მთოველი...
მაინც გავხედავ ხანდახან კარებს,
რომ აღარ მოხვალ - არ სჯერა თვალებს.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები