შეირხა სული მოწყენილ სიმად, ატმის უნაზეს ფერს მინდობილი, დგას ფეხშიშველი ეზოში წვიმა ამ დაობლებულ ბაღის დობილი. და იცინოდა მზეზე ხეხილი!.. ის კი უფსკრულთან აღგზნებულ სახით იდგა ბავშვივით გულგაღეღილი... შორს კი კრამიტებს ასდის ალმური, ბეთანიიდან მოდის ნახირი, პატარა ბიჭი და სალამური... |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |