მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა
როს მიეახლა სხივოსანი ციურ საუფლოს, წყნარი ლივლივით ღვთის კალთაში მიწვა ეული, მოდგნენ ფრთიანი ანგელოსნი ამბორს ჩვეულნი და ისმის მიღმა წმინდა სული რარიგ საუბრობს: ხორციელებას ნუთუ ძალუძს ღვთივ კურთხეული შექმნას მშვენება, რარიგ ბრწყინავს მისი სხეული, ღირსია, კაცთა მარადისი ძეგლი აუგონ". უწყნარეს მზერას მოციმციმე ნათელში ავლებს, შემობრუნდება და ფრას ფრთხილად მიწისკენ გაშლის. მიჭვრეტს და მელის და მაჩქარებს, ვუსრულებ მაშინ: "მოგიახლები მეც, ძვირფასო, ძალიან მალე". |