მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა
ოდეს კეისარს ეგვიპტელებმა გამცემმა უცბად მოჭრილი თავი უსაჩუქრა, მყისვე გათანგა სხეული მისი ნეტარებამ, თუმცა თვალთაგან დასდინდა ცრემლი სისხლოვანი კურცხალ და კურცხალ. ხალხის წინარე იხარებდა მაინც ათმაგად, ზიზღის არილი არ უნახავს არვის კაცთაგანს მის ბაგეებზე, თუმც სხეული უკუნეთს უძღვნა; ვნებას, ხან წრფელს და უანკარესს, ხან კი სალიზღოს, მაგრამ სიღამე და ნათელი შუბლზე მზესავით მხოლოდ იმიტომ, რომ დავფარო ეს კაეშანი და გულის წიაღ ჩავიბეჭდო სამარადისოდ. |