მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა
მნათი ჩააქრო სიკვდილმა და ვიგრძენი კარგად, ვით დაეფარა მოლივლივე თვალებს უკუნი, ის იქცა მტვერად, იქცა მიწად, ისმის სლუკუნი, ჩამოჭკნა დაფნა, სიხარულებს წვეთ-წვეთად ვკარგავ. მოდის სიკვდილიც, მოდის ნგრევით, მოდის გუგუნით და თუმცა თვალზე ისევ ბრწყინავს ცრემლის გუგუმი, გამქრალა შიში და ნაღველიც იმ ნაღველს არ ჰგავს. და ვუბრუნდები ნაწამებ და შუა გაკვეთილ თავისუფლებას, ასე ტკბილს და ასე შხამიანს. ცხოვრებით დაღლილს ტანში მაინც სევდა დამიარს, რომ ვერ გავძეხი მისი მადლით და სინათლედ. |