მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა
დავტირი დღეებს, მწუხარებით თვალს რომ ლულავენ, ოდეს ღვთაებრივ სინათლისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ სურვილმა უეცარმა, როგორც ნაფოტი შემაჭრა ფრთა და დამანარცხა მიწას უმალვე. ტანჯვას, რომელიც სააქაოს ვერ დავუმადლე, იხსენ ცთომილი სული ჩემი ყრუ და მდუმარე და გაზინზლული ამ ცხოვრების მწვირით, ტლაპოთი. თუ მოკვდავთათვის ნათელი ხარ და სამზეო ხარ, ბრძოლის დასასრულს განწირული თუკი დავეცი. აწ მომიბოძე ყოფნა შენი უუკვდავესი. სულს სხვა იმედი აღარ შერჩა მწედ და მეოხად. |