მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა
ბედისწერამ და სიყვარულმა ღამის ბინადარს მიძღვნეს ატლასის ხელთათმანი და მყის უმაღლეს სიხარულს შემრთეს და ტკივილი გადაუმალეს სულს, მხოლოდ ოხვრა და ურვა რომ ახსოვს იმათგან. გაყუჩდა შიგნით, გულშიც ტანჯვა დაცხრა უმალვე, გადამავიწყდა ცრემლი დამზრალს და ნამდუმარევს, ოდეს სხეული ცივი ცეცხლის წიაღ გმინავდა. და დავთმე ბრძოლა მძვინვარე და სისხლის დამდენი, სიმარტოვემაც სულს უკუნის გზა გაუკაფა. და შორეთისკენ გავაქანო წმინდა მუქაფა, ვიძიო შური, რომ მარგუნა ცრემლი ამდენი. |