მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2525 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ხემარდიანი ნანათა,

მუხებით გადამუხლული,

მთაზე მიწნული კალათა

ჩემი ლახარა მუხური.

"ქუხნაზე" კვამლი-ყვავივით,

გზა-გაწელილი ხურბელი.

დილიდან ამოყვანილი

ჭყინტი ყველივით ღრუბელი.

ბაგეკარკალა ორკოლი,

წყარო კლდე-ძვლებში გამძვრალი,

ცირა-თვალჭიაკოკონა...

ბროწეულების ხანძარი!

ხეზე ამძვრალი კაჭიჭი,

ოჩოფეხება ბეღლები.

ჭალაკი-ჭინკას პაჭიჭი,

დევინაღველა ლეღვები.

ხობწყარი-ნაცხა სათვალით,

ღარზე წისქვილის ხველება,

ხირკე ლაგვანში ჩამთვრალი...

გრძელ ღამის ჩადღეგრძელება!

კაცები შუბლზე მაღლები!

ხატისთვალება ქალები.

ბაშლაყიანი მაყრები

მათრახიანად მთვრალები...

ჭიშკრები შუბლზე ნალებით

ფაცხა-ჯარგვალზე მიფსკვნილი

ჭყინტად შეჭმული ყანებით

გაწბილებული წისქვილი.

გახარებული ყებური

მეთაქვის თავსასთუმლობით.

ძაღლიან აცეკვებული

ოჯახი-მოყვრის სტუმრობით.

ოხუნჯობენ და პურობენ

აბედს სინჯავენ კვესებით.

ფანდურზე დალეკურობენ

ვაჟა ფშაველას ლექსები.

ჯანსულო!.. ვოისა ვარადა!..

გულში სულჩასაწობელი

უფლის და კაცის ბალადა

ერთი კალათა სოფელი. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ